ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

6 წლის გოგონა დედასთან ერთად დაშავდა – რუსებმა ამჯერად ნიკოპოლი დაბომბეს

ოკუპანტებმა კიდევ ერთი საარტილერიო დარტყმა განახორციელეს. მათი სამიზნე ამჯერად ნიკოპილი გახდა, სადაც ერთ-ერთი ჭურვი კერძო სახლს მოხვდა. დაშავებულებს შორის არიან დედა და 6 წლის გოგონა.

ამის შესახებ დნეპროპეტროვსკის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ვალენტინ რეზნიჩენკო იუწყება.

„რუსებმა შვიდჯერ გაუხსნეს ცეცხლი ნიკოპოლს „გრადებისა“ და მძიმე არტილერიის გამოყენებით. მათ 100-ზე მეტი ჭურვი ისროლეს. ერთ-ერთი კერძო სახლს მოხვდა, 6 წლის გოგონა და მისი დედა დაშავდნენ. ისინი, კიდევ ერთ დაშავებულთან ერთად, საავადმყოფოში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებიან“, – აცხადებს რეზნიჩენკო.

მისი თქმით, ქალაქში ოცდაათზე მეტი მაღალსართულიანი შენობა და კერძო სახლი, გაზსადენები, ელექტროგადამცემი ხაზები, ორი საბავშვო ბაღი, სკოლა, მაღაზიები და სხვა შენობები დაზიანდა.

იტვირთბა....