შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ტელეკომპანია CNN-თან ინტერვიუში რუსეთ-უკრაინის ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ პუტინმა არასწორად შეაფასა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრის საფრთხეები. მისი თქმით, ოკუპანტი ქვეყნის ლიდერს სჯეროდა, რომ უკრაინელები ხელგაშლილები შეხვდებოდნენ და მას დაემორჩილებოდნენ:
“ვფიქრობ, რომ ის რაციონალური აქტორია, რომელმაც რისკები საგრძნობლად არასწორად გათვალა. მას ეგონა, რომ ხელგაშლილი დახვდებოდნენ, რომ კიევი იყო “დედა რუსეთის” სახლი, სადაც მიიღებდნენ. მან უბრალოდ არასწორად გათვალა. არ მგონია, რომ პუტინი ბირთვულ ტაქტიკურ იარაღს გამოიყენებს. უპასუხისმგებლოა მისი მხრიდან ამაზე საუბარი, მისი მოქმედებები კი სისასტიკეა. ვფიქრობ, მან ჩაიდინა სამხედრო დანაშაულებები და ვერ ვხედავ მასთან შეხვედრის აზრს. არ შეიძლება, დაუსჯელად განაგრძოს საუბარი ბირთვული ტაქტიკური იარაღის გამოყენებაზე. შეცდომები დაშვებულია და არასწორი გათვლა შეიძლება, მოხდეს. არავის შეუძლია, დარწმუნებით იცოდეს რა მოხდება, როგორი იქნება აშშ-ის პასუხი თუ პუტინი შეასრულებს ბირთვულ მუქარას? – იყო ამაზე საუბარი. მაგრამ არ ვაპირებ დეტალებში შესვლას. ჩემი მხრიდან უპასუხისმგებლობა იქნება იმაზე საუბარი, თუ რას გავაკეთებდი ან რა არ გავაკეთებდი”,- თქვა ბაიდენმა.