უკრაინაში დაღუპულ ედიშერ კვარაცხელიას დღეს კიევში გადაასვენებენ, რის შემდეგაც მეომარს სამშობლოში რამდენიმე დღეში ჩამოასვენებენ.
უკრაინაში ქართველი მებრძოლების ინფორმაციით, კვარაცხელიას ცხედარი დნეპრშია დასვენებული.
შეგახსენებთ, რუსეთის ომს ქართველი ჯარისკაცი, დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში ემსხვერპლა. დაღუპილი მებრძოლი გამნაღმველი იყო და დონბასის რეგიონში მსახურობდა.
ამასთან, ედიშერ კვარაცხელია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომშიც მონაწილეობდა, ის უკრაინაში 2014 წლიდან იბრძოდა.
ედიშერი 25-ე ცალკეული მოტომსროლელი დივიზიის “КИЇВСЬКА РУСЬ”-ის წევრი იყო.

