წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას განცხადებით, გვიან ღამის მის საცხოვრებელ სახლთან პირადი ავტომობილი დაუწვეს. – აღნიშნულის შესახებ ვიდეო კადრები სოციუალურ ქსელში პარტია “ლელო – საქართველოსთვის” წევრმა, თამარ ბელქანიამ გაავრცელა.
“ეს ფაქტი დაახლოებით, 03:30 საათზე მოხდა. ჩემი პირადი ავტომობილია დამწვარი. მანქანა 100%-ით იყო გამართული. ექსპერტიზა ჩატარდა, მალევე მოვიდა პოლიცია და გამოძიება დაიწყო”,- აღნიშნავს გია ხარჩილავა “ინტერპრესნიუსთან” საუბარში.

