ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სამეგრელოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს – გარდაცვლილი მდინარემ გამორიყა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალ ხიბულაში მამაკაცის ცხედარი იპოვნეს. ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილი მდინარემ გამორიყა.

როგორც ხობის მერის წარმომადგენლის რინელ ადამიამ განაცხადა, ცხედარი მას შემდეგ გამოირიყა, რაც წყლის დონემ დაიწია:

“ადგილი მიუვალია, ცხედარი მას შემდეგ გამოჩნდა რაც წყლის დონის კლება დაიწყო. სავარაუდოდ მამაკაცი ადგილობრივი არ არის”, – აღნიშნა რინელ ადამიამ.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

იტვირთბა....