უკრაინის სამხრეთით რუსი ოკუპანტები ახლად მობილიზებულ ჯარისკაცებს საბრძოლო ვაზნებს არ აძლევენ, რადგან ბუნტის ეშინიათ – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი Telegram-ში იტყობინება.
“სამხრეთ უკრაინის საომარ ზონაში მობილიზებული რუსი სამხედროები იძულებულნი არიან, იქონიონ იარაღები ვაზნების გარეშე. ვაზნები კი ცალკე გადააქვთ. შედეგი პროგნოზირებადია: სიკვდილი ან ტყვეობა”, – ნათქვამია მოხსენებაში.