რუსმა ოკუპანტებმა უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე კიდევ ერთი სარაკტო თავდასხმა განახორციელეს. საოკუპაციო ძალებმა იერიში ამჯერად საოლქო ცენტრებზე მიიტანეს.
ამასთან, ზაპოროჟიეს საქალაქო საბჭოს მდივნის ანატოლი კურტევის ცნობით, მოწინააღმდეგის სამიზნე იყო ინფრასტრუქტურის ობიექტები. დაზიანებულია სასწავლო და სამედიცინო დაწესებულებები, ასევე საცხოვრებელი სახლები. თავდასხმის შედეგად დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები.