ახალი ამბები მთავარი სამართალი

თბილისის ცენტრში ცნობილი ბიზნესმენის აფეთქება სცადეს – მკვლელობის მცდელობისას ავტომობილი მთლიანად დაიწვა

თბილისში, ბიზნესცენტრ “King David”-თან, სავარაუდოდ, ბიზნესმენ მარლენ მეტონიძის ავტომობილის აფეთქება სცადეს – ადვოკატის ინფორმაციით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მეტონიძე სახლიდან სტუმარს აცილებდა.

ბიზნესმენის ავტომობილი დამწვარია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ცნობისთვის, მარლენ მეტონიძის სახელი 7 თვის წინ, “ლაგუნა ვერესთან” მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეში ფიგურირებს, მაშინ მეტონიძე დაიჭრა, მის ძმასა და დაცვას კი ბრალი წარედგინათ.

იტვირთბა....