ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქების დაბომბვას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. როგორც მან აღნიშნა, ევროკავშირი უკრაინის გვერდით დარჩება მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება:
“შოკირებული და შეძრწუნებული ვარ უკრაინის ქალაქებზე განხორციელებული სასტიკი თავდასხმებით.
პუტინის რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს რას წარმოადგენს: სისასტიკე და ტერორი.
ვიცი, რომ უკრაინელები ძლიერები დარჩებიან.
ჩვენ ვიდგებით უკრაინის გვერდით მანამ, სანამ საჭირო იქნება, ყველანაირი საშუალებებით, რაც გვაქვს” – წერია ევროკომისიის პრეზიდენტის ტვიტერ-პოსტში.