ახალი ამბები კრიმინალი მთავარი

“ბავშვი ყელგამოჭრილ დედას ეხვეოდა და ტიროდა, სამი მცირეწლოვანი შვილი დარჩა” – ვინ არის თელავში მოკლული ახალგაზრდა ქალი

გუშინ თელავში საზარელი მკვლელობა მოხდა – 26 წლის ქალს არაოფიციალურ ქორწინებაში მყოფმა მეუღლემ ყელი გამოჭრა.

მოკლული მარი გამტკიცულაშვილია, რომელსაც სამი მცირეწლოვანი დარჩა. მკვლელობაში ეჭვმიტანილი დანაშაულის ჩადენის მომენტში ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და მუსიკა ხმამაღლა ჰქონდა ჩართული, რათა ქალის კივილი მეზობლებს არ გაეგოთ.

როგორც მოკლულის დედა აცხადებს, მამაკაცი რამდენიმე დღის წინ ძალადობის გამო დაიჭირეს, თუმცა მალევე გაათავისუფლეს:

“გოგო მოვიდა, რომ ბებო, დედას ახრჩობს ის გარეწარიო. ავიღე ტელეფონი და ამის გამომძებელი ვინც იყო, იმიტომ, რომ 3 ოქტომბერსაც იყო ასეთი რაღაცა და დააჭერინა ამ უბედურმა. გამომძიებელს ვაიბერში მივწერე ხმოვანი შეტყობიენა, რომ “ჩქარა, გიორგი, თორნიკეა მისული და მარის ახრჩობს”.
სანამ ისინი მივიდნენ, მანამდე ყელგამოჭრილი ჰყავდა. იმ წვიმაში მდგარა სადრაბაზოში და უტირია… ჩემზეც იძალადა, ექსპერტიზაზეც ვიყავით მე და ეს უბედური. იმ თავიდან დღემდე ეუბნებოდა, რომ „შენ ცოცხალი გვამი ხარ, დადიხარ, მაგრამ გვამი ხარ“. არაფერი საეჭვიანო არ ჰქონდა, თითონ იყო ფსიქოპატი. დაკავებული იყო, შეაცვლევინეს აზრი ამ უბედურს, თორემ ის 2000 არ უშველიდა მაგ გარეწარს. პირველ რიგში, ის და ბიძამისი უნდა ჩასვა. მარტოკა რომ დაიგულა. ის გოგო გამოექცა, ჩემამდე მოაღწია და ამასთან გამოჭრა ყელი. ის რომ გაიქცა, ბავშვი დაბლა, ყელგამოჭრილს ეხვეოდა. წლისა 5 თვისა – ამბობს მოკლულის დედა.

იტვირთბა....