ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თბილისში ღამით ახალგაზრდა კაცი დაჭრეს – რა მოხდა საირმის ქუჩაზე

თბილისში, საირმის ქუჩაზე ახალგაზრდა კაცი დაჭრეს.

თვითმხილველთა თქმით მათ, რამდენიმე გასროლის ხმა და ყვირილი გაიგეს.

მათივე ცნობით, კაცს რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.

დაჭრილი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით – სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება) და 236-ე (იარაღის შეძენა-შენახვა-ტარება) დაიწყო.

იტვირთბა....