აქტუალური თემა ახალი ამბები საზოგადოება

“მთამსვლელები, სავარაუდოდ, უკვე დაიღუპნენ” – თეთნულდზე სამაშველო ოპერაცია გრძელდება

თეთნულდზე მიმდინარე სამაშველო ოპერაციასთან დაკავშირებით, დამატებითი დეტალები ხდება ცნობილი.

მედიის ინფორმაციით, ლიეტუველი მთამსვლელები, სავარაუდოდ, დაღუპულები არიან.

“ვიზუალურმა შემოფრენითმა დაზვერვამ მონახა ჯგუფი. სამწუხაროდ, სიცოცხლის ნიშანწყალს არ ავლენენ. უფრო მეტის თქმა შესაძლებელი იქნება, როცა მაშველები ადგილამდე მიაღწევენ. დროში ვერ განვსაზღვრავთ, ეს რამდენ ხანში შეიძლება მოხდეს,” – აცხადებს მესტიის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზაურ ჩართოლანი.

შეგახსენებთ, რომ თეთნულდზე ლიეტუველი მთამსვლელების სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. სამი მთამსვლელის ადგილსამყოფელი უკვე დადგენილია და ამ წუთებში მაშველები მათთან მიახლოებას ცდილობენ.

წყარო: რუსთავი 2

იტვირთბა....