ახალი ამბები კრიმინალი

სასტიკი მკვლელობა თბილისში – მოკლულია 65 წლამდე მამაკაცი

თბილისში, ზესტაფონის ქუჩაზე მოკლულია 65 წლამდე კაცი. სავარაუდოდ, დამანაშავე მეზობელია.

რა გახდა მკვლელობის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია. ოჯახის წევრები მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ.

ადგილობრივების თქმით, ინციდენტში მონაწილე ორივე პირი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა. 50 წლამდე კაცმა 65 წლის მეზობელი, დათო შერმაგოვი ცივი იარაღით დაჭრა, შერმაგოვი ადვილზე გარდაიცვალა.

“სვამდა მეზობლეთან და მოუკლია კაცი. პარასკევს იყო. ვისთანაც სვამდნენ იმის სახლში მოკლა, მერე ვითონ წაუღია ეს მკვდარი და დაუტოვებია სახლთან” – ამბობენ მეზობლები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე დაკავებულია ერთი პირი.

შერმაგოვის ცხედარი ექსპერტიზის ეროვნული ბიუროდან საცხოვრებელ სახლში რამდეიმე წუთის წინ გადაასვენეს.

იტვირთბა....