მსოფლიო პოლიტიკა

კადიროვი პუტინს ატომური შეიარაღებისკენ მოუწოდებს

ჩეჩნეთის ხელმძღვანელი რამზან კადიროვი ლიმანში დამარცხების შემდეგ, პუტინს “მცირე სიძლიერის ატომური შეიარაღების” გამოყენებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ იგი პირად “ტელეგრამ” არხზე წერს.

“ზუსტად ის ლაპინია, რომელმაც რუსეთის გმირის ვარსკვლავი მიიღო ლისიჩანსკის აღებისთვის, თუმცა დე ფაქტო ის იქ ახლოსაც არ ყოფილა. ლაპინს გადასცეს დასავლეთის სამხედრო ოლქის ჯარების ხელმძღვანელობა”, – წერს კადიროვი.

ლიმანში დამარცხების ფონზე რამზან კადიროვი რუსეთის უმაღლეს მთავარსარდალს ვლადიმირ პუტინს “უფრო კარდინალური ზომებისკენ” მოუწოდებს.

“არ ვიცი თავდაცვის სამინისტრო რა ინფორმაციას აწვდის უმაღლეს მთავარსარდალს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, უფრო კარდინალური ზომებია მისაღები, სასაზღვრო ტერიტორიებზე სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებასა და მცირე სიმძლიერის ატომური შეიარაღების გამოყენებამდე”, – წერს კადიროვი.

იტვირთბა....