არჩევნები ახალი ამბები პოლიტიკა

შედეგები ცნობილია – სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა

სენაკის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში ცესკოს წინასწარი მონაცემების თანახმად, „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა გაიმარჯვა. მან ხმების 96,68% ანუ 962 ხმა მოიპოვა. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა განაცხადა.

„კენჭისყრის პროცესი დასრულდა. საპილოტე რეჟიმში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კენჭისყრის პროცესი წარმატებით განხორციელდა. სწორედ ტექნოლოგიების გამოყენებამ მოგვცა შესაძლებლობა, კენჭისყრის დასრულებიდან უმოკლეს დროში წარმოგიდგინოთ პირველადი წინასწარი შედეგები. ხმის დათვლის ელექტრონული აპარატებიდან წინასწარი შედეგების ამსახველი ამონაწერები საარჩევნო უბნებზე შესაბიმისი პროცედურების განხორციელების დასრულებისთანავე ამოიბეჭდა. ამონაწერის თანახმად, არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 1 021 -მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 44,26%-ია. ხმების 3,32% – 33 ხმა მიიღო „მამუკა ტუსკაძე – სოციალური სამართლიანობისთვის“ კანდიდატმა მამუკა ტუსკაძემ. ხმების 96,68% – 962 ხმა „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ კანდიდატმა ზაზა ყურაშვილმა მიიღო“,- განაცხადა ნათია იოსელიანმა.

 

იტვირთბა....