aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

„ჩვენ ყველანი ერთი მანიაკის მძევლები აღმოვჩნდით“ – რუსმა რეპერმა პუტინის რეჟიმის გამო თავი მოიკლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

რუსეთის ქალაქ კრასნოდარში რეპერმა ივან პეტუნინმა თავი მოიკლა, რომელიც ფსევდონიმით Walkie გამოდიოდა. მან ვიდეოჩანაწერი დატოვა, სადაც ამბობს, რომ არ არის მზად წავიდეს ომში და ადამიანები დახოცოს. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

რეპერი საკუთარი ბინის ფანჯრიდან გადახტა.

„ჩვენ ყველანი ერთი მანიაკის მძევლები აღმოვჩნდით“, – განაცხადა რეპერმა თვითმკვლელობამდე.

ივან პეტუნინი 27 წლის იყო. თვითმკვლელობამდე მან თავის მეგობარ გოგონას ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა და მიწერა, რომ ყოველთვის სინდისის მიხედვით იქცეოდა და ცხოვრობდა.

იტვირთბა....