aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს! – სალომე ზურაბიშვილი

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას ეხმაურება. როგორც ზურაბიშვილი წერს, ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს:

“ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს.

ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!” – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის მიერ დანიშნულმა ე.წ. ხელმძღვანელებმა ხელი მოაწერეს რუსეთის შემადგენლობაში აღნიშნული რეგიონების შესვლის შეთანხმებებს.

იტვირთბა....