ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე სისტემაში რჩება.
“პოზიციები იცვლება, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბატონი ამირან გამყრელიძე რჩება სისტემაში, ის აგრძელებს მუშაობას კონსულტანტის პოზიციაზე დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში და მისი ექსპერტული რჩევის მიღების შესაძლებლობა გვაქვს. ბატონი ამირანი სისტემაში რჩება“, – განუცხადა “ბიემჯის” ცნობით, ჟურნალისტებს გაბუნიამ.
ამავე თემაზე: “ალბათ, არ არის დრო, რომ სრულიად გულწრფელად გითხრათ წასვლის მიზეზი”, – გამყრელიძე