ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, რუსული საბრძოლო ნაწილების სამედიცინო აღჭურვის მხრივ სიტუაცია სავარაუდოდ, გაუარესებულია. როგორც დაზვერვის სამსახურის ანგარიში ვკითხულობთ, ზოგიერთმა ახლადმობილიზებულმა რუსმა რეზერვისტმა მიიღო ბრძანება, საბრძოლო მოქმედებებში ჩართვამდე თავად შეიძინონ პირველადი დახმარების საშუალებები.
როგორც ბრიტანეთის დაზვერვარში აღნიშნავენ, ზოგიერთმა რუსმა სამხედრომ თანამედროვე, დასავლური ტიპის საბრძოლო ტურნიკეტის მოპოვება მოახერხა, თუმცა ისინი აღჭურვილობაზე არა მისივე ასაფხრეწი დასაკრავით, არამედ ალუმინის კაბელით მიიმაგრეს სავარაუდოდ იმიტომ, რომ ასეთი აღჭურვილობის დეფიციტის გამო, მათი მოპარვის საფრთხე იყო.
“თითქმის დაზუსტებით შეიძლება ითქვას, რომ ეს გაართულებს ან შეუძლებელს გახდის ბრძოლის ველზე დაჭრილის ძლიერი სისხლდენის შემთხვევაში, ტურნიკის დროული გამოყენებას”, – აღნიშნულია ანგარიშში.
ბრიტანული დაზვერვის სამსახურის შეფასებით, რუსი სამხედროების არათავდაჯერებულობა სამედიცინო უზრუნველყოფის მხრივ, თითქმის ეჭვგარეშეა, რომ ხელს უწყობს მათი მორალური მდგომარეობის გაუარესებას და შეტევითი ოპერაციების ჩატარების სურვილის არქონას.