ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გასულ წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში გაუარესდა – ლომჯარია

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებით, გასულ წელს ადამიანის უფლებრივი მდგომარეობა მთელ რიგ შემთხვევებში დამძიმდა და გაუარესდა. ამის შესახებ ლომჯარიამ ჟურნალისტებს განუცხადა ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის სხდომის დაწყებამდე, სადაც 2021 წლის ანგარიშს წარადგენს.

“ჩვენი საერთო შეფასებით, ადამიანის უფლებების მდგომარეობა გასულ წელს არსებითად ნამდვილად არ გაუმჯობესებულა, პირიქით – მთელ რიგ შემთხვევებში კიდევ უფრო დამძიმდა და გაუარესდა. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის, რომ გასულ წელს დამოუკიდებელი ინსტიტუტების მიმართ არაერთი ნეგატიური გადაწყვეტილება იქნა მიღებული, პირველ რიგში, ვგულისხმობ სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს, ასევე მართლმსაჯულების სისტემაშიც იქნა დაჩქარებული წესით ისეთი ცვლილებები მითითებული, რამაც ძალიან დიდი საფრთხე შეუქმნა ინდივიდუალური მოსამართლეების დამოუკიდებლობას, სახალხო დამცველის და მისი აპარატის წარმომადგენელთა მიმართ იყო თავდასხმები. განსაკუთრებით გართულდა გასულ წელს უფლებადამცველების, ჟურნალისტების საქმიანობა და მათ მიმართ ძალიან მტრული გარემო იყო შექმნილი, რამაც კულმინაციას მიაღწია 5 ივლისს, როცა ადგილი ჰქონდა ძალადობას ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტების და ლგბტ თემის წარმომადგენელთა მიმართ. ამ ძალადობის ორგანიზატორები დღემდე დასჯილნი არ არიან და ამას შევახსენებ პარლამენტს. შარშან ადგილი ჰქონდა სავარაუდოდ, სუს-დან ყველაზე მასიურ გაჟონვას ინფორმაციის, რომელიც დიდი ალბათობით, ადასტურებს იმას, რომ ქვეყანაში ადგილი აქვს ფართომასშტაბიან სავარაუდოდ, უკანონო მიყურადებას, ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩარევას.”, – აცხადებს ipn-ის ცნობით ლომჯარია.

იტვირთბა....