ახალი ამბები მთავარი უკრაინის ომი

ზაპოროჟიეს შესასვლელში ჰუმანიტარული კოლონის დაბომბვის შედეგად 23 ადამიანი დაიღუპა, 28 კი დაიჭრა

რუსმა ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს შესასვლელში სარაკეტო შეტევა მიიტანეს სამოქალაქო ჰუმანიტარულ კოლონაზე. შედეგად, დაიღუპა 23, ხოლო დაიჭრა 28 ადამიანი. ამის შესახებ ზაპოროჟიეს სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ალექსანდრ სტარუხი Telegram-ზე წერს.

“ხალხი რიგში იდგა, რათა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესულიყვნენ ნათესავების წამოსაყვანად, დახმარების გასაწევად”.

არსებული ინფორმაციით, ყველა დაღუპული და დაშავებული სამოქალაქო პირია. ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მუშაობენ.

 

იტვირთბა....