ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

კინზინგერი: საერთაშორისო საზოგადოებამ ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია

კონგრესმენი ადამ კინზინგერი ოკუპირებულ აფხაზეთში ბელარუსის პრეზიდენტის, ლუკაშენკოს ჩასვლას ეხმაურება. მისი თქმით, ბელარუსის ლიდერისგან გასაკვირი არაფერი არაა, თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ მკაფიოდ დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ცხინვალი და აფხაზეთი ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია.

“გასაკვირი არაა, რომ დესპოტი ბელარუსიდან ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც ამას მოსკოვიდან კარნახობენ, თუმცა, საერთაშორისო საზოგადოებამ ძალიან ნათლად უნდა დააფიქსიროს, რომ ცხინვალი და აფხაზეთი იყო და ყოველთვის იქნება საქართველოს ტერიტორია”, – აცხადებს კონგრესმენი.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა.

 

იტვირთბა....