ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქების “დამოუკიდებლობა” აღიარა.

“საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ მიღებული პრინციპებისა და ნორმების შესაბამისად, ხალხთა თანაბარი უფლებებისა და თვითგამორკვევის პრინციპის აღიარებითა და დადასტურებით, რომელიც გათვალისწინებულია გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებაში, რეფერენდუმზე ხერსონის და ზაპოროჟიეს  მაცხოვრებლების მიერ გამოხატული ნების გათვალისწინებით ვადგენ: აღიარებულ იქნას ხერსონის ოლქის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა”, – წერია პუტინის მიერ ხელმოწერილ განკარგულებაში.

შეგახსენებთ, უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ფსევდორეფერენდუმი რუსეთთან მიერთების შესახებ 23-27 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა.

იტვირთბა....