ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ევროკავშირი მკაცრად გმობს ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში – პიტერ სტანო

პიტერ სტანო

ევროკომისიის პრესსპიკერის პიტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირი მკაცრად გმობს ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს აფხაზეთში.

ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე სტანომ აღნიშნა, რომ ლუკაშენკოს ვიზიტი არ ყოფილა საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული, რომელიც აფხაზეთის რეგიონის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლებაა:

„ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს აფხაზეთში, სეპარატისტულ რეგიონში იმ ფაქტის მიუხედავად, რომ პიროვნებას, ლუკაშენკოს არ აქვს არანაირი ლეგიტიმურობა, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა. ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელიც არის აფხაზეთის რეგიონის ერთადერთი ლეგიტიმური ხელისუფლება. ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას. ერთადერთი, რაც შემიძლია, დავამატო, შემიძლია, დავადასტურო ევროკავშირის მტკიცე და ძლიერი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

შეგახსენებთ, 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და ე.წ. პრეზიდენტს ასლან ბჟანიას შეხვდა.

იტვირთბა....