ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფეხით გათელილი პუტინის გამოსახულებიანი ბანერი – აქცია-პერფორმანსი იუსტიციის სახლთან

აქცია

ამ წუთებში იუსტიციის სახლთან მოქალაქეების აქცია იმართება, რომლებიც საქართველოში რუსების მასობრივ შემოდინებას აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები მთავრობისგან საზრღვრის ჩაკეტვას ითხოვენ. ისინი ასევე მოუწოდებენ ოცნების ლიდერებს, დაწესდეს სავიზო რეჟიმი ქვეყანაში შემოსულ რუსეთის მოქალაქეებზე.

ადგილზე მიტანილი აქვთ სხვადასხვა ბანერები წარწერით: “რუსეთი გვართმევს სამშობლოს”; “არა რუსულ ოკუპაციას” და ა.შ.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად პუტინის გამოსახულებიანი ბანერი ფეხით გათელეს.

იტვირთბა....