ახალი ამბები მთავარი

განიხილა თუ არა პუტინმა ლუკაშენკოსთან აფხაზეთის აღიარების საკითხი – პესკოვის განმარტება

კრემლის პრეს-სპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის და ბელარუსის პირველ პირებს, ვლადიმერ პუტინს და ალექსანდრე ლუკაშენკოს სოჭში შეხვედრისას აფხაზეთის აღიარების საკითხი არ განუხილავთ.

“ეს თემები არ განხილულა“, – აცხადებს პესკოვი.

მისივე თქმით, საუბარი არ შეხებია არც ყირიმის აღიარებას. პესკოვის მტკიცებით, ამ გადასწყვეტილების მიღება ბელარუსის შიდა საქმეა.

“ეს არის აბსოლუტურად შიდა საკითხი, ბელარუსის სუვერენული უფლება და ჩვენ ველით, რომ ჩვენი ბელარუსი თანამებრძოლები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – აცხადებს პესკოვი.

იტვირთბა....