ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სამხედრო წრთვნები სოხუმში – ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობამ მოქალაქეების მობილიზაცია დაიწყო

აფხაზეთის შეიარაღებული ძალები

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა საკუთარ მოქალაქეებს მობილიზაციისთვის ამზადებს. ადგილობრივი მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ “სამობილიზაციო სამუშაოების დაწყების” ბრძანება გასცა. მან ე.წ. მთავრობას უკვე დაავალა, მოამზადონ სიები, რომლის შემდეგაც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები რუსულპასპორტიანი პირები რუსულ სამხედრო დანაყოფებში აღმოჩნდებიან.

ამჟამად, სოხუმში სამხედრო წრთვნები მიმდინარეობს, რომელსაც რუსეთის უშიშროების სამსახურის წარმომადგენლები ატარებენ.

“ამ დღეებში სამობილიზაციო სამუშაოების ჩატარება იქნება საჭირო, ამ სამუშაოების შესრულებაში უნდა ჩაერთონ ადგილობრივი თვითმართველობები. ჩვენ იქ პრობლემები გვაქვს, რაიონების და ქალაქების ხელმძღვანელები, სტატისტიკა საგანგაშოა.

აუცილებელია, ადგილებზე, სამხედრო ნაწილებში, რაიონების ხელმძღვანელების ხშირი გამოჩენა, აუცილებელი იქნება ერთგვარი “შეფობის” აღება, უნდა აეწყოს მუშაობა ბრიგადებში, სამხედრო კომისარიატებთან საჭირო იქნება მუშაობა და კიდევ მრავალი სხვა.

ეს კანონია! ითქვა – გაკეთდა. მოიძიებთ ადგილობრივ რესურსებს, ერთად ვიმუშავებთ პრობლემების გადაწყვეტაზე. მაგრამ გონებაში სულ უნდა გახსოვდეთ, რომ ეს არის ნომერ პირველი ამოცანა.
ძვირფასო კოლეგებო, რაიონების თავებო, შეგიძლიათ მიხვიდეთ სამხედრო ნაწილებში, არ არის საჭირო ინსპექტირების უწყებების წაკითხვა, შეგიძლიათ თავად ნახოთ, გაიგოთ. ჩვენთვის სასურველია სიმართლის ცოდნა. არის ასევე ტერიტორიული თავდაცვა. თქვენამდე ეს საკითხები ხომ მოდის? ხომ იცით, რა ამოცანებიც უნდა გადაჭრათ”, – განაცხადა ბჟანიამ.

იტვირთბა....