ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-ს კავშირი არ აქვს “ჩრდილოეთ ნაკადის” გაზსადენებზე მომხდარ ავარიასთან – პენტაგონი

ამერიკის შეერთებულ შტატებს კავშირი არ აქვს “ჩრდილოეთ ნაკადი 1-ისა” და “ჩრდილოეთ ნაკადი 2-ის” გაზსადენებზე მომხდარ ავარიასთან – ამის შესახებ Reuters-ის ცნობით, განცხადება პენტაგონში გაკეთდა.

“ჩვენ აბსოლუტურად არაფერი გვაქვს საერთო მომხდართან”, – აცხადებს პენტაგონის წარმომადგენელი.

მისივე თქმით, ჯერჯერობით ნაადრევია დასკვნების გაკეთება განზრახ დივერსიისს შესახებ.

“ნაფიც მსაჯულებს ჯერ კიდევ არ გამოუტანიათ ვერდიქტი”, – აცხადებენ პენტაგონში.

შეგახსენებთ, მიმდინარე წლის 26 სექტემბერს კომპანია Nord Stream-მმა განაცხადა, რომ წნევის მკვეთრი ვარდნის გამო, ორივე გაზსადენის გამტარუნარიანობა ნულამდე დაეცა, რის მიზეზადაც მილში გაჩენილი ხვრელი დასახელდა. 27 სექტემბერს კი მედიაში ინფორმაცია გავრცელდა იმის შესახებ, რომ ბალტიის ზღვაში, “ჩრდილოეთ ნაკადის” რაიონში აფეთქებები დაფიქსირდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

ამავე თემაზე: “ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს – CNN

იტვირთბა....