ჩრდილოეთ ნაკადის“ მილსადენებზე მომხდარი გაჟონვის ადგილთან ახლოს რუსული სამხედრო გემები დააფიქსირეს – ამის შესახებ CNN ევროპის უსაფრთხოების სამსახურების წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს.
როგორც “სიენენი” წერს, ტერიტორიაზე ორშაბათს და სამშაბათს რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის გემები იქნა დაფიქსირებული.
უცნობია, ჰქონდათ თუ არა რაიმე კავშირი გემებს წყალქვეშ აფეთქებებთან, რომელმაც, სავარაუდოდ, მილსადენებიდან გაზის გაჟონვა გამოიწვია, თუმცა, CNN-ის ცნობით, გამომძიებლები ამ ფაქტორსაც შეისწავლიან.
შეგახსენებთ, “ჩრდილოეთის ნაკადის” მილსადენებიდან ბალტიის ზღვაში, დანიისა და შვედეთის ტერიტორიულ წყლებში გაზის გაჟონვა მოხდა. მოგვიანებით, შვედურ სეისმოცენტრზე დაყრდნობით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გაზსადენზე დაფიქსირებული გაჟონვის ზონაში ძლიერი წყალქვეშა აფეთქებები იყო. მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. აშშ-ის, ევროკავშირისა და ნატო-ს ომხრიდან ინციდენტის მიზეზად დივერსიული აქტი დასახელდა.