რუსული ესტრადის წარმომადგენელი, მომღერალი ქეთა თოფურია გადაცემაში „სხვა რაკურსი“ პირად ცხოვრებას, მეუღლეს, ბიზნესმენ ლევ გეიხმანს და მათ ურთიერთობებსაც შეეხო. როგორც ქეთა აღნიშნავს, გაუმართლა, რომ მდიდარი მამაკაცი შეუყვარდა, რადგან კაცს ქალზე მეტი შემოსავალი უნდა ჰქონდეს. ასევე, ქეთას აზრით, არ არსებობს მამაკაცი, რომელიც არ „დაძვრება“, მთავარია ეს ქმედება „რომანებში“ არ გადაიზარდოს:
ქეთა თოფურია: „შავმა კატამ ჩვენ ურთიერთობაში მაშინ შეიძლება გაიაროს, თუ მივხვდები, რომ ერთმანეთი აღარ გვაინტერსებს, ხასიათს ვუფუჭებთ.
ყველა კაცი დაძვრება, ვერავინ დამარწმუნებს საპირისპიროში. მთავარია ეს ინფორმაცია შენამდე არ მოვიდეს. ჯერ არ მოსულა, ებრაელი მყავს ქმარი, ხომ ვამბობ. რომ მოვიდეს, გააჩნია რა ინფორმაცია მოვა. თუ გავიგებ, რომ გამოძვრა-გაძვრა, „პაწიაზე უქნა“, კაი, ჰო, ვაპატიებ, მაინც ოჯახია და ცოტა ჭკუა უნდა იხმარო ქალმა. წავიდეს, არავინ უშლის, მე ნუ გავიგებ და ვიგრძნობ ამას. მაგრამ თუ მივხვდი, რომ რომანებშია, მივხვდები, რომ ინტერესი დაიკარგა. რაღათ უნდა ქეთინო, წევიდეს ლარისასთან.
ჩემთვის ჰქონდა მნიშვნელობა ჩემი ქმარი, რომ მდიდარი იყო. ჩემთვის მამაკაცი ნიშნავს წარმატებულ ადამიანს, რომელსაც შეუძლია ოჯახის შენახვა და შეუძლია ქალს თავი ქალად აგრძნობინოს. თუ მე უფრო მეტს ვმუშაობ, ვიდრე ის, გინდა არ გინდა ოჯახში ადგილები იცვლება. ამიტომ კაცი ქალზე მდიდარი უნდა იყოს მატერიალურად. მე ეს მჭირდებოდა. არ შეიძლება, რომ მე უფრო მდიდარი ვიყო, ვიდრე-ჩემი ქმარი. ის ჩემთვის ჩამოყალიბებული მამაკაცი, იდეალი იყო. ახლა რომ გაკოტრდეს, ვერაფერს ვიზამ, დავეხმარები, მაგრამ თავიდან ამას მნიშვნელობა აქვს. ესეც გამართლებაა-შემიყვარდა ის ადამიანი, რომელიც იყო მდიდარი და სიმპატიური.
ყველაზე ძვირადღირებული მაჩუქა ავტომობილი, საათი და ბეჭედი, რომელიც ერთმანეთზე ძვირი ღირს, მაგრამ ალბათ ბეჭედი უფრო მეტი ღირდა. ამას არსებითი მნიშვნელობა არ ჰქონდა ჩემთვის. იმიტომ, რომ როცა გაქვს შესაძლებლობა და იცი ყიდვა შეგიძლია, ისე აღარ ხარ, რომ :“ვაიმე, მინდა“. ხანდახან შოპინგზეც არ დავდივარ, მაძალებენ ხოლმე ჩემი მეგობრები. “ -ამბობს ქეთა თოფურია.
„სხვა რაკურსი“, 2015, ოქტომბერი



