ოკუპირებული აფხაზეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არაოფიციალური ვიზიტით ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო სტუმრობს. ამის შესახებ Эха Кавказа წყაროზე დაყრდნობით წერს.
Telegram გვერდზე АМРА- life გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის კორტეჟმა უკვე გაიარა გაგრა”. ამასთან, D News Abkhazia გამოთქვამს ვარაუდს, რომ “სტუმრის შეხვედრა პიცუნდაში (ბიჭვინთა) გაიმართება”.
აღსანიშნავია, რომ 26 სექტემბერს ლუკაშენკო სოჭში იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა.