ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ობოლაძე: პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ნიკა მელიას გადადგომა თავმჯდომარის პოსტიდან

“ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნიკა ობოლაძის განცხადებით, პარტია ღრმა კრიზისშია და ამის  დასაძლევად, პირველი ნაბიჯი უნდა იყოს გადაწყვეტილება თავმჯდომარის პოსტიდან ნიკა მელიას გადადგომის შესახებ.

“გავაკეთოთ ის, რასაც ვთხოვთ ხელისუფლებას. არჩევნები უნდა იყოს ელექტრონული და ფარული, რომ ყველანაირი კითხვის ნიშნები მოიხსნას. ახლა ყველაფერი არის პარტიის თავმჯდომარის და პარტიის დანარჩენი წევრების ხელში. ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა ცვლილება, თუ დავრჩეთ ამ ფორმაციის პირობებში, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ არანაირი შანსი არ აქვს, დაამარცხოს ოლიგარქიული მმართველობა. პირველი ნაბიჯი უნდა იყოს ნიკა მელიას თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის გადაწყვეტილება”, – აცხადებს ობოლაძე.

იტვირთბა....