ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს” – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჩატარებულ ე.წ. რეფერენდუმებს გმობს.

“საქართველო გმობს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის მიერ დადგმულ უკანონო რეფერენდუმებს. უკრაინის ტერიტორიების ანექსიის ეს მცდელობები მიუღებელია”, – წერს უწყება Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე – დონეცკში, ლუგანსკში, ზაპოროჟიესა და ხერსონში ფსევდორეფერენდუმი რუსეთთან მიერთების შესახებ 23-27 სექტემბერს ჩატარდა. რუსეთმა მსგავსი ფსევდორეფერენდუმი აქამდე 2014 წელს ყირიმში ჩაატარა.

 

იტვირთბა....