aviabiletebi
აქტუალური თემა ახალი ამბები მერია მთავარი საზოგადოება

ვაგზლის მოედნის გვირაბის გაგანიერებაზე მუშაობას დავიწყებთ – კახა კალაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით უახლოეს მომავალში ვაგზლის მოედნის გვირაბის გაგანიერებაზე მუშაობა დაიწყება. კალაძემ მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ მეტროს მგზავრების აყვანასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვს.

მისივე განმარტებით, ამ მიმართულებით მუშაობის დაწყებამდე და შემადგენლობების დამატებამდე, მეტროში მოცდის დრო 7-8 წუთიდან 3 წუთამდე შემცირდა.

“მინდა ვიცე-მერსა და ურბანული საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელს ვიქტორ წილოსანს დავავალო, რომ კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაიწყოთ და ყველაფერი მოწესრიგდეს. თავდაპირველად შეგვიძლია  სატესტო რეჟიმში განვითარებული ქვეყნების მაგალითები გამოვიყენოთ. ბევრს უმგზავრია ლონდონის მეტროთი და ვიცით თუ როგორ ხდება ნაკადების მართვა. შესაბამისად, მეტი ჩართულობისკენ მოგიწოდებთ. ჩართეთ ექსპერტები, დარგის სპეციალისტები და ვნახოთ რა შესაძლებლობებია ნაკადების მართვის თვალსაზრისით. ეს შეიძლება პირველ ეტაპზე გარკვეული დისკომფორტი იყოს, ვიღაცისთვის სასაცილო, მაგრამ სასაცილოდ საქმე ნამდვილად არ გვაქვს. ამიტომ, ნახეთ ყველა შესაძლებლობა, როგორ შეიძლება ნაკადების მართვა. პარალელურად, ჩართეთ საერთაშორისო ექსპერტებიც და დავიწყოთ მუშაობა არსებული გვირაბის გაგანიერებაზე და მოწესრიგებაზე, იმისთვის, რომ გვირაბში გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

იტვირთბა....