გავლენიანი გამოცემა Politico წერს, რომ კრემლის ბოლო მუქარის შემდეგ, რომელიც რუსეთის ტერიტორიების “ყველა ტიპის იარაღით” დაცვას შეეხებოდა, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსების ნებისმიერ სამხედრო აქტივობასა თუ ყველა ისეტ შეტყობინებაზე მონიტორინგი გააძლიერა, რაც კი შეიძლება მიუთითებდეს, რომ პუტინმა ბირთვული იარაღის გამოყენების ბრძანება გასცა.
თუმცა, როგორც გამოცემის სტატიაშია აღნიშნული, სადაზვერვო ინფორმაციის მოპოვება რუსეთიდან მოსალოდნელი ნებისმიერი თავდასხმის შესახებ, რთული ამოცანა იქნება. როგორც “პოლიტიკო” აშშ-ის ოფიციალურ პირზე დაყრდნობით წერს, დაახლოებით 20 რუსულ იარაღის სისტემას შეუძლია, გადაიტანოს როგორც ჩვეულებრივი ასაფეთქებელი ნივთიერებები, ისე დაბალი წარმადობის ბირთვული ქობინი.
არსებული მონაცემებით, რუსეთი 1900-ზე მეტ ტაქტიკურ ბირთვულიქობინს ფლობს.
“ეს ყველაფერია – საკრუიზო რაკეტებიდან ბირთვულ ტორპედოებამდე, გრავიტაციული ბომბები და საშუალო მანძილის ბალისტიკური რაკეტები“, – ამბობს Politico-ს წყარო.