თითოეული ჩვენგანი საყოფაცხოვრებო ქიმიის შემოტევის ქვეშ ვცხოვრობთ. დადგენილია რომ თანამედროვე ადამიანებზე ასი ათასამდე ქიმიური ნივთიერება მოქმედებს. მათ შორის დეზოდორანტები, რომელთა შემადგენლობას კანცეროგენული კუთხით დიდი ხანია განიხილავენ.
როგორც სპეციალისტები გვეუბნებიან, ვერიდოთ დეზოდორანტებს, რომელთა შემადგენლობაშიც შედის: ეთილენგლიკოლი, ტერპენი, ალუმინზე დამზადებული ფილტრები, პარაბენი, ტიტანიუმი, -ეს შემადგენლობა იწვევს კითხვის ნიშნებს, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ დამტკიცებული არ არის მათი კავშირი სიმსივნესთან.
ონკოლოგიური თვალსაზრისით ალუმინის ნაერთები სახიფათოა. დეზოდორანტებზე თუ მათ აღმოაჩენთ, მისი პროცენტული შემცვლელობა მაინც უნდა იყოს დაბალი.
ზოგადად, ოფლის შეჩერება სასარგებლო არ არის, რადგან ორგანიზმს ეს ფუნქცია ტყუილად არ ახასიათებს. სპეციალისტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ ბუნებრივი საშუალებები, მათ შორის სოდა, რომელიც აქრობს ოფლის უსიამოვნო სუნს, თუმცა ხელს არ უშლის ორგანიზმის საჭირო და ბუნებრივ ფუნქციას.
თუ მაინც ვერ ელევით დეზოდორანტებს, ექიმები გვირჩევენ, რომ შესასხურებელ საშუალებებზე უარი ვთქვათ და მშრალი, დეზოდორანტები გამოვიყენოთ.
„დღის შოუ“