ენმ-ს წევრი და პარლამენტის ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანს უპირისპირდება. დეპუტატმა “მთავარი არხის” წამყვანის განცხადებას ჭორაობა უწოდა.
მისი თქმით, დაუშვებელია, ჟურნალისტური სტანდარტები გულისხმობდეს იმას, რომ ჟორჟოლიანმა პარტიის დაშლის შესახებ განცხადებები აკეთოს.
“არ მსურს ამ ჭორაობაზე განცხადების გაკეთება. როგორი დამოკიდებულებაც არ უნდა ჰქონდეს მას პარტიის ლიდერშიფის მიმართ, როგორც არ უნდა არ მოგწონდეს კონკრეტული ნაბიჯები პარტიის ლიდერშიფის მიერ გადადგმული, დაუშვებელია, რომ ჟურნალისტური ელემენტარული სტანდარტი გულისხმობდეს იმას, რომ ვინმემ თქვას, რომ პარტია უნდა დაინგრეს” – აცხადებს დეკანოიძე.