მთავარი პოლიტიკა

სახალხო დამცველის კანდიდატურებთან დაკავშირებით, რამდენიმე არასამთავრობოს კლანი თავის კანდიდატებს ასახელებს – კობახიძე

მდიდარმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ გადაწყვეტილებით, კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი არიან ერთგვარი კლანი და კლანის პრინციპებით მოქმედებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მმართველმა გუნდმა საზოგადოებას გახნილი პროცესი შესთავაზა, არასამთავრობო ორგანიზაციების რამდენიმე კლანმა კი, საკუთარი კანდიდატები დახურულ რეჟიმში დაასახელა.

„საზოგადოებას უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა შევთავაზეთ, ნებისმიერ ადამიანს მივეცით საკუთარი კანდიდატურის დასახელების საშუალება, პარლამენტში ერთგვარი კონკურსი გამოცხადდა და კანდიდატებს მხოლოდ ოპოზიცია ასახელებს. ეს არის გახსნილი პროცესი, რომელიც შევთავაზეთ საზოგადოებას. ამ დროს მთლიანად დახურულ რეჟიმში, რამდენიმე არასამთავრობოს კლანი თავის კანდიდატებს ასახელებს. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია და აჩვენებს მათ დამოკიდებულებას ზოგადად მოვლენების მიმართ. ეს არის ძალიან დახურული კლანი და სწორედ ამიტომ მოქმედებენ დახურული ფორმატებით, დახურული პროცედურებით. ჩვენ ვართ გახსნილი და ღია, ისინი არიან დახურული.“ – აცხადებს კობახიძე

ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველად ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილის კანდიდატურები დაასახელეს.

იტვირთბა....