ენმ-ს წევრის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ბრალდებები, თითქოს ის ფულზე გაიყიდა, სასაცილოა და უხერხული.
მისი განმარტებით, უძრავი ქონება არ გააჩნია და ვარკეთილში ქირით ცხოვრობს, რაც შეეხება მოძრავ ქონებას, ჰყავს ერთადერთი ავტომობილი და ეს ყველაფერი მის ქონებრივ დეკლარაციაშია შეტანილი.
“მე დეკლარაციას ვავსებ და შეგიძლიათ გადახედოთ, ხაბეიშვილს არანაირი უძრავი ქონება არ გააჩნია, მოძრავი ქონება მაქვს მხოლოდ ერთი – ეს არის ავტომობილი და სხვა არანაირი ქონებები არ გამაჩნია, ვცხოვრობ ვარკეთილში ქირით და მაქვს 31- ე ქარხნის გამათბობელი. წამობრძანდით ჩემს სახლში და თუ რაიმე ფულს იპოვით, ერთად გავიყოთ, თუ რაიმე ძვირად ღირებულს მიაგნებთ, მზად ვარ გაგიყოთ,” – განაცხადა ხაბეიშვილმა.