ახალი ამბები პოლიტიკა საზოგადოება

გომელაური ესებუაზე: სახუმაროსავით გახდა თემა

[su_quote]ბადრი ესებუას ვეძებთ, რა თქმა უნდა. არაერთხელ ავხსენი და ცოტა სახუმაროსავით გახდა თემა, ხუთჯერ ავხსენი და კიდევ გავიმეორებ, არის ადამიანი, რომელსაც 20 წელი ვეძებდით. შარშან დავაკავეთ ადამიანი, რომელმაც პოლიციელი ჩაცხრილა მანქანაში. ყველას უნდოდა მისი დაკავება, ბატონ მერაბიშვილს და მის გუნდს, მაგრამ ვერ დააკავეს, მიიმალა ეს ადამიანი. ჩვეულებრივი ნორმალური თემაა. ისე ნუ უყურებთ, თითქოს ეს კატასტროფაა. შეიძლება [ქვეყანა დატოვა]. [/su_quote]

 

 

აღნიშნულის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.

ცნობისთვის, ზუგდიდში “საქართველოს ბანკიდან” ბადრი ესებუამ 500 000 დოლარი გაიტაცა და მიიმალა. მას ამ დრომდე უშედეგოდ ეძებენ.

იტვირთბა....