რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა შესაძლოა გამოიყენოს ტაქტიკური ბირთვული იარაღი, მაგრამ ჯერჯერობით არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის ამ სახის დარტყმას ამზადებს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას New York Times ავრცელებს.
აშშ-ის ადმინისტრაციის წარმომადგენლების თქმით, პუტინს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი შავ ზღვაზე, ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში ან უკრაინის ტერიტორიაზე.
ექსპერტების მოსაზრებით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ამას გადაწყვეტს, თუ გავითვალისწინებთ დასავლეთისა და მოსკოვის ისეთი მოკავშირეების, რეაქციას როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, ამ უკანასკნელებმა უხეშად გააკრიტიკეს რუსი დიქტატორი ბირთვული იარაღის გამოყენებასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.
რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

