ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

ერთ დღეში განადგურებული 500 ოკუპანტი – როგორია რუსების დანაკარგები

რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს 57 200 ოკუპანტი. დღის განმავლობაში სტატისტიკა 500 მტერმა შეავსო.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესცენტრმა “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე უკრაინაში რუსეთის დანაკარგების განახლებული სტატისტიკა გაავრცელა.

მონაცემები ტრადიციულად იყოფა ზოგად და ყოველდღიურ მონაცემებად.

რუსეთის დანაკარგები უკრაინაში 26 ნოემბრის მდგომარეობით:

  • პერსონალი – ლიკვიდირებულია დაახლოებით 57200 (+500) ადამიანი;
  • ტანკები – 2290 (+15);
  • ჯავშანტექნიკა – 4857 (+25);
  • საარტილერიო სისტემები – 1369 (+1);
  • MLRS – 330 (+2);
  • საჰაერო თავდაცვის სისტემები – 172 (+1);
  • თვითმფრინავი – 260 (+1);
  • ვერტმფრენები – 224 (+4);
  • ოპერატიულ-ტაქტიკური დონის უპილოტო საფრენი აპარატი – 970 (+4);
  • საკრუიზო რაკეტები – 241 (+0);
  • გემები/ნავები — 15 (+0);
  • საავტომობილო ტექნიკა და ტანკერები — 3711 (+10);
  • სპეცტექნიკა – 131 (+1).

“ყველა მონაცემი ზუსტდება, რადგან ფრონტის ხაზზე ინტენსიური ბრძოლები მიმდინარეობს. მტერმა უდიდესი ზარალი განიცადა კრამატორსკის და დონეცკის მიმართულებით”, – ნათქვამია გენშტაბის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, პუტინმა რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა, რომლის ფარგლებში 300 000 რეზერვისტს სამხედრო სამსახურში გამოიძახებენ.

რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

იტვირთბა....