ახალი ამბები მედია მთავარი პოლიტიკა

ვინ არის მაკა ასათიანის ქმარი, კოტე გოგელია? (ფოტოკოლაჟი)

როგორც სხვადასხვა წყაროებიდან ირკვევა, მაკა ასათიანის მეორე ქმარი, კოტე გოგელია ყოფილი „მხედრიონელი“, ე.წ. ვერის საძმოს წევრი იყო. ამ პერიოდში წამოიწყო მან საქართველოში ნავთობის ბიზნესი. საქართველოდან კოტე გოგელია რუსეთში წავიდა, სადაც კაპიტალის დაგროვებას შეუდგა. ამჟამად კოტე გოგელია ფლობს კომპანია “პროგერტას”, რომლის ტერმინალები ნოვოროსიისკში მდებარეობს. ასევე, ფლობს კომპანია “კომანდიტსერვისს”, რომელიც ქვანახშირის წარმოებით არის დაკავებული, მას აქვს რამდენიმე კაზინო რუსეთში. როგორც რუსული გამოცემები წერენ, გოგელიამ  რუსული ხელისუფლების ზედა რგოლის წარმომადგენლებთან მეგობრობით გაიკვალა გზა.

გოგელია ქართველ ბიზნესმენთა რეტინგში 50 მილიონით 55-ე ადგილზეა

საზოგადოებისთვის კოტე გოგელია მაკა ასათიანის მეუღლის სტატუსის გარდა, პოლიტიკურ ასპარეზზე „ქართული პარტიის“ სახელით გახდა ცნობილი. ის გარკვეული პერიოდის განმავლობაში “ქართული პარტიის” საკმაოდ აქტიურ ლიდერად ითვლებოდა. იმ პერიოდში გოგელია ირაკლი ოქრუაშვილის აქტიურ მხარდამჭერად და თანამოაზრედ სახელდებოდა.

თუმცა, მათი ურთიერთობები მაშინ დაიძაბა, როცა გოგელია პარტიიდან გარიცხეს. გადაწყვეტილება “ქართული პარტიის” პოლიტსაბჭომ მიიღო. გოგელიას გარიცხვას წინ უძღოდა სოზარ სუბარის მიერ პარტიის დატოვება. ამ ფაქტს საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ასაიდუმლოებდნენ, თუმცა კულუარებში დაპირისპირების რეალურ მიზეზსაც ასახელებდნენ – “მაესტროს” 25 %-იანი წილი.

ამჟამად კოტე გოგელია და მაკა ასათიანი შვეიცარიაში ცხოვრობენ. მათ ჰყავთ ერთი შვილი, კოსტა გოგელია. მაკა ასათიანს პირველი მეუღლისგან, მერაბ ჟორდანიასგან ორი შვილი, კახი და ლევან ჟორდანიები ჰყავს.

33799_497090271251_112771_n

162896_1271850252883_1696475_n

374091_10150412372456252_1008221138_n

იტვირთბა....