“ნანუკას შოუ” -ში წამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა განიხილა თემა, თუ როგორია ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა და რა ხარვეზებია ამ მხრივ. გადაცემაში მსახიობმა მიშა მესხმაც ისაუბრა, რომელიც სკანდალურ ვიდეომასალას შეეხო, სადაც მსახიობი ნარკოტიკული თრობის მდგომარეობაში იხილა საზოგადოებამ. მესხი მიიჩნევს, რომ ნარკომანია დაავადებაა და მთავრობამ ნარკოდამოკიდებულ ხალხს უნდა მიხედოს:
“ვიდეოს ნახვის შემდეგ ძალიან დავითრგუნე. ტელეფონი გამოვრთე. ყველაზე მეტად ოჯახის წევრების და იმ მოზარდების შემრცხვა, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და მბაძავენ. მე მათ ბოდიშს მოვუხდი. ვურჩევდი, ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ. მეც ჯანმრთელი ცხოვრებით ვცხოვრობდი, შემდეგ… რაღაც პრობლემებია ცხოვრებაში… აქამდეც ბევრჯერ მიცდია თავის დანებება… თუმცა ძალიან ცუდია სააფთიაქო ნარკომანია. 2 მანეთად რომ რაღაცას იშოვი და ესაა პრობლემა, თორემ წამალთან დამოკიდებულება აღარ მაქვს. ტაბლეტებთან დამოკიდებულებაში მაქვს პრობლემა… მორფინისტი ავადმყოფია. ამის აღიარება არავის უნდა, მაგრამ ავადმყოფები ვართ. არავიზე ნაკლები ბიჭი არ ვარ არც მე და არც ასი ათასობით ბიჭი, მაგრამ ჩვენ ვართ მისახედები მთავრობის მხრიდან… ვიღაცეებმა დაწერეს ჩემზე, რომ ქვეყანას არცხვენსო… შე დედა მოტ…ლო პრეზიდენტად ამირჩიე, თუ ელჩად? უკრაინაში რაღაც მომივიდა, ქვეყანას რატომ ვარცხვენ? ჩემი ტრ..ით გამიკეთებია რაც გამიკეთებია…
მივმართავ ახალ თაობას, მოზარდებს, მე ძალიან ვწვალობ მთელი ცხოვრება. გირჩევთ ჩემსავით არ იწვალოთ. „-განაცხადა მიშა მესხმა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა საიტებმა გაავრცელეს ვიდეო, რომელზეც ასახულია, როგორ იპოვეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიევში, აეროპორტისკენ მიმავალ ტაქსიში.