ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

კალაძე: მეტროში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არაა

[su_quote]რაც შეეხება მეტროს. მეტროში მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით არანაირი პრობლემა არაა. გვაქვს რამდენიმე ლოკაცია – ერთია ახმეტელის მეტრო, ვარკეთილის მეტრო, სადაც შესასვლელი ვერ უზრუნველყოფს ადამიანთა გამტარუნარიანობას. ეს არის კომუნისტების დროს განხორციელებული პროექტი. რა თქმა უნდა, თბილისი ბოლო პერიოდში გაიზარდა, არაოფიციალური მონაცემებით, მილიონნაახევარზე მეტი ადამიანი ცხოვრობს დედაქალაქში და რა თქმა უნდა, ადამიანები, რომლები მოიხმარენ პიკის საათებში, ესაა დილის 9-ის ნახევრიდან 10-ის ნახევრამდე მეტროს, მაგალითად, ახმეტელის მეტროს შესასვლელში არის რიგი. შიგნით მეტრო თავისუფლად უზრუნველყოფს ადამიანების გადაყვანას, ბაქანზე არანაირი ტრაფიკი არაა. საბჭოთა კავშირის დროს იყო დაპროექტებული მეტრო ახმეტელზე სათადარიგო ამოსასვლელ-ჩასასვლელი, რომელიც დღეის მდგომარეობით დალუქულია. ჩვენ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროექტი განხორციელდეს. იქ მოგვიწევს გარკვეული მიწების გამოსყიდვა, ჩასასვლელ-ამოსასვლელის ადგილი დღეისთვის გაყიდულია და კერძო საკუთრებაა, და პროექტის განხორციელება. იგივე პრობლემაა ვაგზლის მოედანზე, სადაც გადასასვლელია. იქაც ადამიანების წაყვანის პრობლემა მეტროს არ აქვს, ერთადერთი პრობლემაა გამტარუნარიანობა, სადაც ორი ხაზი უკავშირდება ერთმანეთს. იქ მეტროს ადამიანების წაყვანის პრობლემა არ აქვს. თუ ამის საჭიროება იქნება, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი 40 ვაგონზე და თუ ამის საჭიროება იქნება შევამცირებთ ინტერვალებს[/su_quote]

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

იტვირთბა....