aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„ჩაწერის დროს ნერვიულობდი ეტყობა და ამის მერე ვინმეს რომ ფარულად ჩაწერ, სახე გააკონტროლე ხოლმე…“ – ნინი გოგაშვილი მურუსიძეს

aviabiletebi
ავიაბილეთები

სოსო გოგაშვილის შვილი, ნინი გოგაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ წერილს აქვეყნებს.

„ბიძინას ტელეკომპანია ,,იმედმა” გაავრცელა დამნაშავე ,,მოსამართლის”, მურუსიძის მიერ ფარულად შექმნილი აუდიო ჩანაწერი, რომელზეც იმედმა არ განათავსა სრული ტექსტი და მხოლოდ ის ტექსტი ჩანს, რაც ივანიშვილმა უბრძანა.

აუდიო ჩანაწერში ყველა მომენტში ხმა არ ისმის კარგად, ასე რომ იხილეთ სრულყოფილი დიალოგი. მურუსიძემ ჯერ გამართულად საუბარი რომ ისწავლოს და მერე დანიშნოთ მოსამართლედ არა? რანაირად მეტყველებს ეს კაცი საერთოდ, რა ლექსიკით…

მწვანე ტექსტი სამხარაძისაა, შავი ტექსტი მურუსიძის ბოდვა, სადაც არაერთხელ თავად ადასტურებს ბინძური კლანის პირდაპირ ჩარევას სასამართლოში, მაგალითად, როცა ამბობს, რომ სამხარაძესთან წინა შეხვედრის შემდეგ მისთვის მოულოდნელი იყო მამაჩემის განცხადება ალავიძის შესახებ სასამართლოს წინააღმდეგ. ზუსტად ამ დღეს, 20 სექტემბერს, ამ შეხვედრამდე დილით გაავრცელა მამაჩემმა ეს განცხადება და ეს ყველაფერი ადასტურებს, რომ თავად მურუსიძე იყო ინიციატორი სოსოს დახმარების და მან შეატყობინა მამაჩემს, რომ თუ იგი გაჩერდებოდა, ,,დაულაგებდა”, რაც უნდა გაერკვია ჩინჩალაძესთან, რადგან მურუსიძის თქმით, ჩინჩალაძე საქართველოში არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია სოსოს გარეთ გამოყვანა (ციტირება)და თან დაიფიცა.

მამაჩემი არ გაჩერდა, მურუსიძე გაბრაზდა და აი, რა მაგარი რაღაც გავუჩალიჩე სოსოსო და რეალურად ისევ თავის თავს გაუჩალიჩეს.

მურუს, ჩინჩალაძეზე გვჯერა ისედაც და აღარ დაიფიცო ხოლმე მაგაზე რა. როგორც ჩაწერა იცი, ნეტა გამართულად საუბარიც ისე იცოდე, ხო აღარ დავიტანჯებოდი შენი მოსმენით…

ტყუილები აღარ თქვა, მოსამართლე ხარ სულ ნუ გავიწყდება. 20-ში სახე წაშლილი გქონია, ჩაწერის დროს ნერვიულობდი ეტყობა და ამის მერე ვინმეს რომ ფარულად ჩაწერ, სახე გააკონტროლე ხოლმე. ისე ძაან ვწუხვარ, მე რომ არასდროს მომიწია შენთან შეხვედრა და რომ ვერ ჩამწერე, ძაან საინტერესო დიალოგი გვექნებოდა, რამდენი მაქვს სათქმელი. ხოდა, ჩვენ კი, მივაღწევთ წარმატებას და შენ ,,დავაი” გააგრძელე ბიძინასთან კუდის ქიცინი და ჯიბის გასქელება სანამ დრო გაქვს ,,ვაჟკაცო, მართალო ადამიანო, სამაგალითო და პატივცემილო მოსამართლევ”

პ.ს გადამალული მიწები რაო რომელ ოჯახზეა გაფორმებულიო? თავად აღიარე, რომ ამ გადამალული მიწების შესახებ ფლობ ინფორმაციას და იცი ვისზეცაა გაფორმებული!“ – წერს ნინი გოგაშვილი.

იტვირთბა....