[su_quote]კრიტიკა მისაღებია, მზად ვარ ამ კრიტიკისთვის. როდესაც ამ რეფორმას ვიწყებდით, ძალიან კარგად ვიცოდი რას ვკიდებდით ხელს, რამდენად სერიოზული პრობლემა იყო ქალაქისთვის და ძალიან კარგად ვიცით რა გვინდა და რა შედეგი მივიღოთ. ის, რომ დღეს საცობების კუთხით და არა მხოლოდ პიკურ პერიოდში, სერიოზული პრობლემებია, ეს დიდწილად გამოწვეულია იმ ინფრასტრუქტურული სამუშაოებით, რომელიც დედაქალაქში მიმდინარეობს. საცობები ყოველთვისიყო თბილისში, მაგრამ პიკურ საათებში განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენდა. დღეს გვაქვს მოცემულობა, რომ გარკვეულ მონაკვეთებზე, მთელი დღის განმავლობაში, შეუძლებელი ხდება გადაადგილება. მე მოსახლეობასთან მაქვს ძალიან ხშირი კომუნიკაცია და ჩემი წარმატების ერთერთი უმნიშვნელოვანესი თემაა, რომ არასდროს გამიწყვეტია ეს ურთიერთობა და ყოველთვის გულახდილი ვარ საზოგადოებასთან და პირდაპირ ვამბობ – ეს გამოწვეულია იმ ორი მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, რომელიც ხდება მელილქიშვილის გამზირზე, რომელიც არის ქეთევან დედოფლის გამზირზე. ეს არის ორი უმნიშვნელოვანესი კვანძი თბილისში, სადაც მიმდინარეობს ფუნდამენტური საქმიანობის განხორციელება, საშვილიშვილო საქმე კეთდება თავისი მიწისქვეშა კომუნიკაციებით, თავისი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებით, თავისი გამწვანებებით, განათებებით, ყველაფერი რაც შესაძლებელია კეთდება. მინდა მივმართო საზოგადოებას, ვიცი, რომ ბევრი ადამიანი გულშემატკივრობს თბილისს და ბევრი ადამიანი მენდობა და იცის რა მინდა ჩემი ქალაქისთვის. შეიძლება, ბევრს ჩემს ადგილს არ მიეღო ასეთი რადიკალური გადაწყვეტილება, რომელიც აბსოლუტურად ცვლის სამომავლოდ უეკთესობისკენ არსებულ ვითარებას. მეგობრებო, ჩვენ დავიწყეთ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, პირველი რაც ჩემი დაპირება იყო, ეს იყო საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლება და ჩანაცვლება, მე ნამდვილად მეამაყება, რომ ჩვენ შევასრულეთ ჩვენი დაპირება და დღეს თბილისს ყავს ევროპაში ყველაზე ახალი საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მეორე ეტაპია, რომ ჩვენ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა იმისთვის, რომ ავტობუსით, მიკროავტობუსით გადაადგილბა იყოს ყველანაირად კომფორტული და სწრაფი და ზუსტად ამისთვის იქმნება ეს ინფრასრუქტურა, მაგრამ აქ გვინდა თქვენი თანადგომა, ერთად გავიჭირვოთ. თუ შეგვეხიდებით მადლობას გეტყვით, თუ ისევ გააგრძელებთ ამ დამოკიდებულებას, კრიტიკას, ესეც მისაღებია, რადგან ეს პასუხისმგებლობა მე ავიღე ჩემს თანაგუნდელებთან ერთად და ამას აუცილებლად გავაკეთებ[/su_quote]
ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.