როდესაც დავინახე როგორ გამოიყურება ცრემლები ვერ შევიკავე, – აღნიშნულის შესახებ “აზოვის” ბატალიონის მეთაურის, დენის პროკოპენკოს ცოლმა კატერინა პროკოპენკომ განაცხადა.
მისივე თქმით, მეუღლის სანახავად პირველივე რეისით უკრაინაში გაემგზავრება.
“როგორც კი უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს ეგრევე დამირეკა. იქ ბუდანოვს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა. რამდენიმე წამი ვესაუბრე. მითხრა, რომ ცოცხალია და კარგადაა, როდესაც დავინახე როგორ გამოიყურება ცრემლები ვერ შევიკავე. ბედნიერი ვარ, რომ ცოცხალია, თუმცა ვერ ვიჯერებ და არ მინდა წარმოვიდგინო რა დღე გამოიარა. ბოლოს მაისის თვეში ვესაუბრე, პირველივე რეისით უკრაინაში მივფრინავ. ძალიან მინდა რომ ვნახო”, – ამბობს პროკოპენკოს ცოლი.
ცნობისთვის, 215 უკრაინელი სამხედრო, მათ შორის “აზოვის” 108 მებრძოლი ოკუპანტების ტყვეობიდან გათავისუფლდა და სამშობლოში დაბრუნდა.
თარგმანი: მთავარი არხი