ახალი ამბები მსოფლიო უკრაინის ომი

CNN: რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და მათი ნაწილი ჯარში გაიწვიეს

რუსეთში მობილიზაციის საწინააღმდეგო აქციებზე 1 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს და მათი ნაწილი ჯარში გაიწვიეს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “სიენენი” ავრცელებს.

მედიის გავრცელებული სურათებიდან და ვიდეოებიდან ჩანს, რომ პოლიცია არბევს დემონსტრანტებს მრავალ ქალაქში.

ასევე ირკვევა, რომ რამდენიმე მომიტინგე მოსკოვის ცენტრში გამართულ დემონსტრაციაზე პოლიციამ სანკტ-პეტერბურგში წაიყვანა.

დამოუკიდებელი მონიტორინგის ჯგუფის OVD-Info-ს მიერ შუაღამის შემდეგ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, პოლიციამ ოთხშაბათს რუსეთის 38 ქალაქში მომიტინგეები დააკავა.

ჯგუფის სპიკერმა მარია კუზნეცოვამ CNN-თან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ მოსკოვის სულ მცირე ოთხ პოლიციის განყოფილებაში სპეცრაზმის მიერ დაკავებული რამდენიმე მომიტინგე პირდაპირ რუსეთის ჯარში გაიწვიეს.

მედიის ცნობით, ახლახანს დამტკიცებულ კანონპროექტში მონაწილეობაზე უარის თქმა 15 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ცნობისთვის, რუსეთში დემონსტრაციები მას შემდეგ დაიწყო, რაც ვლადიმერ პუტინმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა და 300 000 რეზერვისტის სამხედრო სამსახურში გაწვევა ბრძანა.

 

ამავე თემაზე:  “ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით, პუტინი მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის” – ბრიტანული დაზვერვა

იტვირთბა....