დიდი ბრიტანეთის სადაზვერვო სამსახური წერს, რომ ვლადიმერ პუტინი რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადებით მნიშვნელოვან პოლიტიკურ რისკზე მიდის.
როგორც დაზვერვა აღნიშნავს, ეს ფაქტობრივად იმის მტკიცებულებაა, რომ რუსეთიდან უკრაინაში საომრად წასვლის მსურველების მარაგი ამოიწურა.
საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ 300 000 რეზერვისტის მობილიზების პროცესში საკმაოდ ბევრი ხარვეზები იქმნება და ეს ქვედანაყოფები რამდენიმე თვეში ბრძოლისუნარიანი ვერ გახდება.
როგორც დაზვერვა აღნიშნავს ნაწილობრივი მობილიზაცია რუსეთის მოსახლეობაში საკმაოდ დიდ უკმაყოფილებას იწვევს.
https://twitter.com/DefenceHQ/status/1572828263810056192?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1572828263810056192%7Ctwgr%5E25f1b67c1bebc096f714de7a0dba0e5ed0efcb07%7Ctwcon%5Es1_&ref_url=https%3A%2F%2Ftabula.ge%2Fge%2Fnews%2F691646-britanetis-dazverva-nacilobrivi-mobilizatsiit